ავტობიოგრაფია

1- ლი ფრაზის ავტორი: შარლ ლუი დე მონტესკიე



დაიბადა ლა ბრედეს ციხე-დარბაზში, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჯილის კათოლიკური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, შარლ-ლუის დე სეკონდატი 26 წლის ასაკში, ჟანა დე ლარტიგეზე დაქორწინდა, რომელიც პროტესტანი იყო და რომლისგანაც მიიღო არსებითი რაოდენობის ქონება, მზითევის სახით. შემდეგ წელს, შარლი ბიძამისისგან სიმდიდრეს, ბარონი მონტესკიეს წოდებას და ბორდოს პარლამენტში Président à Mortier-ის სტატუსს იღებს. ამასობაში ინგლისი კონსტიტუციურ მონარქიას აცხადებს და შოტლანდიას უერთდება, რის შედეგადაც ყალიბდება ახალი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთის სამეფო. 1715 წელს კვდება ლუი XIV და მას 5 წლის ლუი XV ცვლის. ამ ნაციონალურმა ცვლილებებმა, დიდი გავლენა იქონია მონტესკიეზე, რასაც მოგვიანებით იგი თავის ნამუშევარში მოიხსენიებს.
მალე იგი აქვეყნებს თავის პირველ რომანს, „სპარსულ წერილებს“, რითაც აღწევს საკმაოდ დიდ ლიტერატურულ წარმატებას. ამის შემდეგ აქვეყნებს თავის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევარს "Considérations sur les causes de la grandeur des Romains et de leur décadence" (რომის აღზევების და დაცემის მიზეზების გააზრება), რასაც სწავლულები, სპარსული წერილებიდან მთავარ ნაწარმოებზე გადასვლად თვლიან. De l'Esprit des Lois (კანონების სული), 1748 წელს ანონიმურად გამოქვეყნდა და მალევე გავლენიანი პოზიცია მოიპოვა. საფრანგეთში, ამ წიგნს რეჟიმის მხარდამჭერებიც და მოწინააღმდეგეებიც ანტიპათიით შეხვდნენ. რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კი აკრძალული წიგნების სიაში შეიყვანა მონტესკიეს ბევრ სხვა ნამუშევართან ერთად. თუმცა წიგნმა დიდი ქება დაიმსახურა დანარჩენი ევროპისგან, განსაკუთრებით ინგლისისგან.
დიდი ბრიტანეთის კოლონიებში, ამერიკაში, მონტესკიეს ინგლისის თავისუფლების დამცველად მოიხსენიებდნენ (და არა ამერიკული დამოუკიდებლობის). პოლიტიკურმა მეცნიერმა, დონალდ ლატზმა აღმოაჩინა, რომ მონტესკიე იყო ის ავტორიტეტი, რომლის ციტატები ყველაზე მეტად ჟღერდა წინარევოლუციურ ინგლისურ ამერიკაში. ამერიკის გამოყოფის შემდეგ, მონტესკიეს ნამუშევრებმა დატოვა უზარმაზარი გავლენა ამერიკის ბევრ დამფუძნებელზე. ყველაზე აღსანიშნავი, ვირჯინიელ დამფუძნებელ მამაზე, ჯეიმზ მედისონზე. მონტესკიეს ფილოსოფიამ, რომ "მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს ისე, რომ ერთ ადამიანს არ ეშინოდეს მეორესი" შეახსენა მედისონსა და სხვებს, რომ მთავრობის თავისუფალი და მყარი საფუძველი ძალების მკაფიო და ბალანსირებულ განაწილებას ემყარება.
გარდა სოციალურ და პოლიტიკურ ნაწარმოებებზე მუშაობისა, მონტესკიემ რამდენიმე წელი ევროპაში იმოგზაურა. საფრანგეთში დაბრუნებამდე, ჩავიდა ავსტრიასა და უნგრეთში, ერთი წელი გაატარა იტალიაში და 18 თვე დაჰყო ინგლისში. მას ცუდი მხედველობა ჰქონდა და 1755 წელს, როდესაც მაღალი სიცხისგან გარდაიცვალა, სრულიად უსინათლო იყო. იგი დაკრძალეს Église Saint-Sulpice-ში, პარიზში.



















მე-2 ფრაზის ავტორი: ბარათაშვილი ნიკოლოზ


დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისაერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მელიტონ ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.
1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს







მე-3 ფრაზის ავტორი: ლადო ასათიანი

ლადო ასათიანი დაიბადა ქუთაისში, 1917 წლის 14 იანვარს პედაგოგების ოჯახში. საშუალო განათლება მშობლიურ სოფელ ბარდნალაში მიიღო. წარმატებით დაამთავრა ცაგერის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და გახდა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი. 1938 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. იქ გაიცნო და დაუმეგობრდა პოეტ გიორგი ნაფეტვარიძეს. პირველი ლექსი („თებერვლის დილა“) გამოაქვეყნა 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“.
პოეტის დედა ლიდა ცქიტიშვილი ქართული ენის პედაგოგი იყო. ვიღაცის დაბეზღებით ის დააპატიმრეს, ციმბირში გადაასახლეს და უცხო მხარეში გარდაიცვალა. ლადო ასათიანის პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. იმ დროს პოეტის დედა უკვე მომაკვდავი იყო. გაზეთს არ აძლევდნენ, მაგრამ ქართველი პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი.
1938 წლიდან ლადო საცხოვრებლად და სამუშაოდ თბილისში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო გაზეთ „ნორჩი ლენინელის“ რედაქციაში, რომელიც ოპერის მოპირდაპირედ მდებარეობდა. ამ პერიოდში გაიცნო ლადო ასათიანმა მომავალი მეუღლე ანიკო ვაჩნაძე, რომელიც ეკონომისტად მუშაობდა მწერალთა კავშირში. ლადომ ანიკო პირველად შემთხვევით ქუჩაში ნახა და ანონიმური სიყვარულის წერილი გაუგზავნა, რომლის ავტორის დადგენაც ანიკოს სამსახურში მწერლებმოინდომეს ხელწერით მიხედვით და რევაზ მარგიანმა ამოიცნო. ანიკომ წერილი დახია, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.
ანიკო ვაჩნაძე ულამაზესი ქალი იყო. ლადო ასათიანის გაცნობამდე, მას ლექსები სიმონ ჩიქოვანმაპაოლო იაშვილმავალერიან გაფრინდაშვილმაგიორგი შატბერაშვილმაკოლაუ ნადირაძემგიორგი ქუჩიშვილმასერგეი მიხალკოვმა მიუძღვნეს. მოგვიანებით ყველა ამ ლექსს პოეტმა მინაწერები გაუკეთა
ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველი შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ. ისინი ერთმანეთს პირადად პოეტის უახლოესმა მეგობარმა ნიკა აგიაშვილმა გააცნო. წყვილი ქორწინების შემდეგ ერთხანს ანიკოს მშობლებთან ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ძერჟინსკის ქუჩაზე გადავიდნენ პატარა უფანჯრო ოთახში, რომლის ფართი სულ 14 კვადრატული მეტრი იყო. ოთახს კარზე ჰქონდა მინა ჩასმული და დღის სინათლე იქიდან შედიოდა შიგნით.
პოეტი საკმაოდ ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. ჭლექი იმ დროს განუკურნებელი სენი იყო. როცა თავს ცუდად გრძნობდა, აბასთუმანში მიდიოდა, ცოტა რომ მოკეთდებდა, მაშინვე თბილისში ბრუნდებოდა. აღმართზე მისი სიარული არ შეიძლებოდა, ამიტომ მეუღლემ ამჟამინდელი პარლამენტის პირდაპირ, სასტუმრო ორიენტში იქირავა ოთახი. მათი ფანჯარა ლადო გუდიაშვილის სახლს უყურებდა. ერთხელ პოეტს უთქვამს, როგორ მინდა, ჩემი წიგნი ლადომ გააფორმოსო. ანიკოს ეს ამბავი ლადო გუდიაშვილის მეუღლისთვის უთქვამს. პოეტის ოცნება ასრულდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის გარდაიცვალა ლადო გუდიაშვილმა ლადო ასათიანის პორტრეტი სურათიდან დახატა და მის წიგნს წაუმძღვარა, მოგვიანებით კი პოეტის ერთტომეულიც გააფორმა.
1939 წელს ტუბერკულოზით დაავადებული პოეტი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. სამხედრო ექიმებმა აქაური ექიმებისაგან განსხვავებით გულისხმიერება გამოიჩინეს და ავადმყოფი პოეტი უკან დააბრუნეს. მან 1940-1941 წლებში გამომცემლობა „ფედერაციას“ გამოსაცემად ჩააბარა ლექსების პირველი კრებული „წინაპრები“, რომელიც მისმა მეგობარმა ლადოავალიანმა გააფორმა მხატვრულად. წიგნი დაიბეჭდა 1943 წელს, პოეტს გაუგზავნეს 10 საავტორო ეგზემპლარი. ამ ათი ეგზემპლარის გარდა არც ერთი არ გაუვრცელებიათ. იგი გაანადგურეს, როგორც არასაბჭოთა სულისკვეთების წიგნი.
ლადოს და ანიკოს 1941 წელს შეეძინათ ქალიშვილი მანანა. ლადომ შვილს სახელი მანანა ორბელიანის პატივსაცემად დაარქვა. ლადოს ძალიან უყვარდა თავისი ქალიშვილი, მას ლექსი მიუძღვნა, უნდოდა ის კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანს, ნიკა აგიაშვილს და ლადო გუდიაშვილს მოენათლათ, თუმცა ლადომ თავის სიცოცხლეში ეს ვერ მოახერხა, მისი გარდაცვალების შემდეგ მანანა კონსტანტინე გამსახურდიას, სიმონ ჩიქოვანის და ლადო გუდიაშვილის მეუღლეებმა მონათლეს. სიცოცხლის ბოლო წუთებში ლადო ქალიშვილს ეალერსებოდა, და ლექსის დაწერას ცდილობდა, სიკვდილის წინ მამას უხმობდა, თუმცა მოხუცმა მელქისედეკმა ცოცხალს ვეღარ ჩამოუსწრო.
ლადო ასათიანი 1943 წლის 23 ივნისს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. 1968 წლის 24 აპრილს პოეტის ნეშტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშიგადმოასვენეს.

No comments:

Post a Comment